პრემიერის შეხვედრა წმინდა საყდრის დესპანთან
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა წმინდა საყდრის დესპანთან გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ჟოზე აველინო ბეტანკურს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
