პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმები
ვიდრე ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას აყენებს ეჭვქვეშ. ევროპისთვის მებრძოლი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ არხს ეუბნება, რომ არ არის დარწმუნებული, სურს თუ არა მისი ქვეყნის მთავრობის მეთაურს ევროპა.
ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის გარეთ მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ მოქმედებდა, ამავე არგუმენტით ხსნიდა უნებართვო ვიზიტებსაც. წინ კიდევ ერთი ასეთი მივლინებაა. წავა თუ არა პრეზიდენტი კიდევ ერთი უნებართვო ვიზიტით, ქართულმა მედიამ ისევ არ იცის.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
