ხმაური ოზურგეთის საკრებულოში
ხმაურის გამო ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დანიშნულ დროს ვერ დაიწყო. სხდომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ მუზეუმში ჩატარებული რეორგანიზაცია გააპროტესტა. მისი თქმით, მუზეუმიდან ერთ-ერთი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ბრალდებას მმართველი გუნდის წევრებმა უსაფუძვლო უწოდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას კი მასკარადი. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად სხდომის დაწყების შემდეგაც დაუპირისპირდნენ. დარბაზში სხდომის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც იმყოფებოდა, მას „ღიმილიამი საქართველოს“ პროგრამა შეახსენეს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დარბაზი დატოვეს, დეპუტატებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებზე იმსჯელეს.
