ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე
9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმის მოსამართლემ ბრალდებული სააკაშვილი სხდომიდან გათიშა. პატიმარი პალატიდან დისტანციურად ერთვებოდა და პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა, რა დროსად მას მოსამართლემ შეახსენა რომ მისი სტატუსი არა პოლიტიკური მიმომხილველი, არამედ ბრალდებულია. მოსამართლის არცერთი მოწოდება სააკაშვილმა არ გაითვალისწინა და ბადრი კოჭლამაზაშვილმა მისი ჩართვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
