„ქართუ ჯგუფი“ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ქართუ ჯგუფი“ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. საუბარია კვიპროსელი იურისტის სანქცირების საკითხის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებაზე. განცხადებაში წერია, რომ ამერიკის სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არც ბიძინა ივანიშვილი და არც მასთან დაკავშირებული კომპანიები ნახსენები არ არის.
