არქეოლოგიური აღმოჩენა ნიჩბისში
ნიჩბისში ელინისტური ხანის სამარხი აღმოაჩინეს. გათხრები ამ დროისთვის „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები არიან ჩართული. ჯამში შესწავლილია 72 სამარხი. აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დაცულია „ევროპის უნივერსიტეტის“ ისტორიულ-არქელოგიურ მუზეუმში.
