მევიოლინეთა და პიანისტთა შესარჩევი მოსმენა
უნგრეთის ეროვნული ფილარმონიის ორკესტრთან საერთაშორისო სერიაში მონაწილეობის მისაღებად მევიოლინეთა და პიანისტთა შესარჩევი მოსმენა მიმდინარეობს. მოსმენა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით ტარდება. ეს პროექტი ელისო ბოლქვაძის ბუდაპეშტში საპარლამენტო ვიზიტის დროს შეთანხმდა.
