ისრაელის ელჩის განცხადება
„მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან“,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ელჩმა ისრაელში არსებულ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრა. ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში, რომელიც იორდანიამ წარადგინა, „ჰამასი“ არ არის მოხსენიებული, როგორც ტერორისტული ჯგუფი.
