საქართველოს მოქალაქეები ისრაელში
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, თელ-ავივიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისები არ შეწყვეტილა და პირდაპირი რეისი ყოველ დღე სრულდება. ელჩი ამბობს, რომ საქართველოში ძირითადად მოემგზავრებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრები ჰყავთ.
