სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში
ღაზის სექტორში ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს ანკლავის დაბომბვა. როგორც ისრაელის მთავრობაში განმარტავენ, დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურების მიზნით, ომის მეორე ფაზა დაწყებულია. „ჰამასი“ ტელეგრამ არხებით იუწყება რომ ისრაელის არმიასთან მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს ღაზის ჩრდილოეთ დასავლეთ ნაწილის სხვადასხვა ლოკაციაზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8 000-ს აჭარბებს, რის გამოც თურქეთი და ირანი ისრაელს ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ. ისრაელის არმია კი ირწმუნება რომ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებენ.
