დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს, ქალაქ ბათუმში მოწყალებას აიძულებდა. ირკვევა, რომ დაკავებულმა, თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა შშმ პირი, რომელსაც საავტომობილო გზებზე ასევე მოწყალებას აიძულებდა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაზარალებულებს ფიზიკურად უსწორდებოდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს ბრალდებული სრულად ისაკუთრებდა. დანაშაული 12-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
