ოპოზიციის ნაწილი სტატუსის წინააღმდეგ
მიხეილ სარჯველაძე „შაბათის ქრონიკაში“ გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ ოპოზიციისთვის არ იქნება ხელსაყრელი რომელიმე გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან კონკურენციის პროცესში, სხვა შემთხვევაში, თუნდაც ეს იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო, მათთვის ასეთი გადაწყვეტილება მიუღებელია.
