საქართველოს ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში
მხატვრულ ტანვარჯიშში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრში მონაწილეობას აჭარის, ქუთაისის, რუსთავის და თბილისის სხვადასხვა ასაკობრივი კლუბები იღებენ. ჩვენი ქვეყნის პირველობა დღეს უფროსი ასაკის ტანმოვარჯიშეების გამოსვლით დასრულდება, გამარჯვებული სპორტსმენები კი მომავალ საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.
