სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონია
რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. მათ ტიტულის შენარჩუნება ისე მოახერხეს, რომ ლელოც ვერ გაიტანეს. აფრიკელებმა დრამატულ ფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებს 12:11 აჯობეს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.