პრემიერა ქუთაისის თეატრში
ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში რიგით მესამე პრემიერა გაიმართა. თეატრის არჩევანი გერმანიაში მოღვაწე მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის ნინო ხარატიშვილის პიესა „ლივ შტაინზე“ გაკეთდა. მესხიშვილის თეატრში სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა დადგა. პროექტი დაფინანსებულია კულტურის სამინისტროს მიერ „ქალი რეჟისორების მხარდამჭერი“ კონკურსის ფარგლებში.
