კლიმატის მწვანე ფონდის დელეგაციის ვიზიტი
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს დელეგაციას მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე, კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოსა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ტყის ინვენტარიზაციის და ტყის მოვლა აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. იმყოფებოდნენ სოფელ ხოდაშენის „საქმიან ეზოშიც“, რომელიც პროექტის ფარგლებში მოეწყო და აღიჭურვა სპეციალური ტექნიკით.
