სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში
ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია გუშინ დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპია, რომელიც ხანგრძლივი და რთული იქნება. ისრაელის არმიამ ღაზაში მცხოვრები მოსახლეობა, ციდან ჩაყრილი საინფორმაციო ფურცლებით გააფრთხილა, რომ ამიერიდან ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილი ბრძოლის ველია და ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
