მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა
91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული არაერთი კინოროლი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საყვარელია ქართველი მაყურებლისთვის. თენგიზ არჩვაძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, პრემიები და პრიზები. ქართველი მსახიობის გარდაცვლაების გამო ღრმა მწუხარებას გამოტქვამს პრემიერ-მინისტრი, სამძიმრის წერილი გამოქვეყნა მმართველმა პარტიამაც
