მედიაწიგნიერება 2023
წიგნი არის ცოდნის ალფა და ომეგა, განათლების საწყისი და დასასრული, ამიტომ მისი როლი სამყაროს შემეცნებაში განუსაზღვრელია, მაგრამ კიდევ უფრო ფასეულია წიგნი, რომელიც ამ სამყაროს შეცნობას უფრო გაგიმარტივეს. ეს დეტალი გასაკუთრებით მნიშვნელოვანი სასკოლო ეტაპზეა. იმისთვის, რომ წიგნიერების საწყისს გზაზე მყოფმა ბავშვება, მაგალითად ტექნიკური საგნების შესახებ ცოდნა მარტივად და თანაც სრულფასოვნად მიიღონ, კარგი და ადვილად აღსაქმელი წიგნი, კარგი გამოსავლია. ერთ-ერთ ასეთ სახელმძღვანელოს ქართველი მოსწავლეები უკვე იცნობენ: „გამარჯობა რუბი“, რომლის მორიგი სერიის პრეზენტაცია მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. წიგნის პრეზენტაცია კი თავად ავტორმა და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებულმა ლინდა ლიუკასმა გამართა. ის საქართველოს მეორედ სტუმრობს და ქართველ მასწავლებლებსა და მშობლებს ფინეთის განათლების სისტემის საუკეთესო გამოცდილებასაც უზიარებს
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
