ისრაელი - „ჰამასის“ ომი
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. როგორც შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი აცხადებს, სახმელეთო ძალები და ჯავშანტექნიკა, რომელიც ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდა, ამ დრომდე ადგილზე რჩება. პარალელურად, ისრაელის ავიაცია ჰამასის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებს. თელავივის მტკიცებით, მათ მთავარ მიზანს ჰამასის განადგურება, საზღვრების დაცვა და მძევლების გათავისუფლება წარმოადგენს, ჰამასი კი ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში სდებს ბრალს
