მასწავლების ეროვნული დღე
ოპერის დიდ საკონცერტო დარბაზში 800 პედაგოგი შეიკრიბა. ეს მასშტაბური ღონისძიება მასწავლებელთა ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა, რომელიც სწორედ გუშინ დაწესდა. 11 ღვაწლმოსილ პედაგოგს მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს. მასწავლებლის ეროვნული პრემია ტრადიციულ სახეს მიიღებს, საზოგადოებისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეულ პედაგოგებს ჯილდო და 10 000 ლარიანი პრემია ყოველწლიურად გადაეცემათ
