აბრეშუმის გზის ფორუმი
ნებისმიერი ეკონომიკური ფორმულის წარმატებისთვის მხოლოდ ინვესტიცია არ კმარა, მშვიდობა და სტაბილურობა ის მთავარი კომპონენტებია, რომელმაც ყველა პროექტის ეფექტიანობა უნდა მოგვცეს. თანაც სტაბილური და მშვიდობიანი გარემო უფრო ფართო არეალს, მათ შორის სამეზობლო და რეგიონულ მასშტაბს მოითხოვს. აბრეშუმის გზის ფორუმზე ეს აუცილებლობა ყველაზე კარგად გამოჩნდა, როცა ერთ სივრცეში, ერთ ღონისძიებაზე სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის პრემიერი ეკონომიკურ პერსპექტივებზე მსჯელობდა. საქართველოს ამ მოცემულობაში ისტორიული მისია აკისრია. სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობა საქართველოს პრემიერმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განაცხადა, ეს განცხადება გაეროს ტრიბუნიდანაც გაისმა, თბილისში კი ამ მისიას ახალი დატვირთვა მიეცა
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
