რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთი
დღეს ყველა გზა და ამოცანა ევროპისკენ მიდის, ამიტომაც სიმბოლურია, რომ რიკოთზე გახსნილ ჩქაროსნულ მაგისტრალს საქართველოს ევროპული მაგისტრალი ეწოდა. პროექტი, რომელსაც ობიექტურად შეარქვეს საუკუნის პროექტი, ნელ-ნელა ფინიშს უახლოვდება. რიკოთის სამშენებლო აქტივს დღეიდან კიდევ 27 კილომეტრიანი მონაკვეთი, 65 ხიდი და 38 გვირაბი დაემატა. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ხიდებს შორის ერთ-ერთი საქართველოს რეკორდსმენია. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას დღეს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ერთად აღნიშნავდნენ
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
