გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი ქვემო ალვანში
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში ბიუსტი მისმა შვილებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გახსნეს. ბიუსტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციტივითა და დაფინანსებით დაიდგა. ტრადიციული დოღი და თუშური რეწვის გამოფენა. ეს და სხვა აქტივობები აგვისტოს ომის გმირის კვირეულის ფარგლებში მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ , სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში დილიდან მიმდინარეობს. ღონისძიებებს გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, თანასოფლელები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ
