იან პრიბილის სახელობის ქუჩა თბილისში
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით, ისნის რაიონში ჩეხი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის იან პრიბილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრო ჩეხეთის ელჩი. იან პრიბილის სახელი უკავშირდება მე-19 საუკუნეში თბილისში, ისნის რაიონში, პირველი სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობას
