მარიო ბიონდის კონცერტი
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, იტალიელი ვოკალისტის, სოულისა და პოპის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებლის, მარიო ბიონდის კონცერტი გაიმართა. ბიონდი თბილისს 2023 წლის ევროპის ტურის ფარგლებში ესტუმრა და მსმენელის წინაშე უახლესი ალბომით წარსდგა. კონცერტი საათზე მეტხანს გაგრძელდა. ახალი ალბომის საპრემიერო კონცერტზე შედგა ქართულ იტალიური დუეტიც. ერთერთი კომპოზიცია მარიო ბიონდიმ ქართველ საოპერო მომღერალთან, სოფიო გორდელაძესთან ერთად შეასრულა
