რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთი
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. გზის ახალი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. გზის ახალი მონაკვეთის გახსნას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
