მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. მანამდე, სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს, საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. „ქართული ოცნების“ შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო უსაფუძვლოა და ამიტომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მიიღებენ. ოპოზიციაში, კი განმარტავენ, რომ კანონზე სალომე ზურაბიშვილის უარი დროული და გასაგები იყო. რადგან მიაჩნიათ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს
