პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში
„ანგარიში გადაეცემა ევროკავშირს რეკომენდაციის სახით. ვიმედოვნებ, რომ ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური და ევროკომისია რეკომენდაციას მისცემ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში და მიეცეს მას კანდიდატის სტატუსი. ანგარიში გამოქვეყნდება 8 ნოემბერს და მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ის პოზიტიური იქნება“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ
