რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი მონაკვეთი
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის ე 60-ის შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-ე კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება. გზის ახალი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. გზის ახალი მონაკვეთის გახსნას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება
