მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლოა პირველ ეტაპზე ევროკავშირში დნესტრის პირეთის გარეშე შევიდეს. სანდუს თქმით, იდეალური იქნებოდა, თუ ქვეყანა ევროკავშირში მთლიანად შევა, თუმცა „თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს შეუძლებელი იქნება, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ჯერ დნესტრის მარჯვენა ნაპირი, შემდეგ კი მარცხენა ნაპირი შევა“