თბილისში აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობა დაიწყო
თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობა დაიწყო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს ქვეყნებს შორის მეგობრობის და ძლიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. 2023 წელი აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის წლად არის გამოცხადებული, ქვეყანა ეროვნული ლიდერის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
