დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება
შეგნებული დეზინფორმაცია თუ გადაუმოწმებელი ინფორმაცია - ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, ლომისის ტაძარში, რომელიც მდებარეობს გორის რაიონის სოფელ კირბალში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს მრევლს არ უშვებენ, მიზეზად კი როგორც საპატრიარქოს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ტაძართან ქართული დროშის აფრიალებაა. ამის გამო რუსმა ოკუპანტებმა სასულიერო პირებსა და მომლოცველებს ტაძარში შესვლა შეუზღუდეს. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების სიუჟეტებში კი მლეთა და მლეთის წმინდა გიორგის ლომისის ტაძარი ჩანდა. ტაძრის კარის აჭედვა, რაზეც საუბარი იყო სიუჟეტში, სწორედ კირბალაში მოხდა და არა მლეთაში
