ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, შუა დერეფნის რკინიგზის მოდერნიზაცია და საერთაშორისო აეროპორტების ახალი პროექტები - თბილისი 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატს მასპინძლობს
მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური თემები, რომლებიც ფორუმის ფარგლებში განიხილება, მათ შორის არის „შუა დერეფნის“ პროექტი, ანაკლიის პორტი. ფორუმის ხვალინდელი დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. დიდია ინტერესი მსოფლიო მედიის მხრიდანაც. ღონისძიებას 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი აშუქებს. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები არიან: „ბიბისის“, „ბლუმბერგის“, „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტები
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
