აბრეშუმის გზის ფორუმი 2023
60 ქვეყანა, 2000-ზე მეტ სტუმარი, ევროპული თუ აზიური სახელმწიფოების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, უმაღლესი დონის ოფიციალური დელეგაციები და გლობალური ბიზნეს სექტორი საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს, პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებული პლატფორმა რეგიონში პოლიტიკასა და ეკონომიკაზე მსჯელობის მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა ფორუმის პირველი დღე. მთავარ პანელში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები. საქართველოს - როგორც მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისათვის - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში, ასევე კანდიდატის სტატუსის მოლოდინი, სტუმრებმა კი ქვეყნის პროგრესი აღნიშნეს და მხარდაჭერა დაადასტურეს
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
