ამბროლაურში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ამბროლაურში, პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა. ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირიც გამართა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე წარადგინა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის პრევენციის, რეგიონში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
