„ტელეიმედი“ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართავს
„ტელეიმედი“ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართავს. საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედისა“ და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ ორი პარტიის მხარდამჭერების და სხვა ოპოზიციური ძალების აქტივისტების მხრიდან დაწყებულ თავდასხმისა და ბულინგის მასშტაბურ კამპანიას. „ტელეიმედი“ საელჩოებისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ თანასწორობა, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია - დისკრიმინაციისა და დამამცირებელი მოპყრობის დაშვება და რეაგირების გარეშე დატოვება კი საზოგადოებას ამ მიზანს აშორებს
