კანდიდატის სტატუსის მოლოდინი
მმართველ პარტიას კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს, რაც, მათივე შეფასებით, ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა და გზავნილებმა გაამყარა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კი სახელისუფლებო გუნდს ისევ რეკომენდაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, ნაწილი ვარაუდობს, რომ სტატუსთან დაკავშირებით ბრიუსელში პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ახლა კი, ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეს საკუთარ ძალიახმევას მიაწეროს
