ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერებს შეხვდა
ფორუმის პარალელურად ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებს. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა. რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობასაც
