ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს პრიორიტეტია ჩვენთვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი აეროპორტის მშენებლობა - ამ საერთაშორისო დანიშნულების პროექტებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო წლებში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიღწევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა შუა დერეფნისა და რეგიონის ქვეყნების ამ პროექტში ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება
