აბრეშუმის გზის ფორუმზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა საქართველოს ევროპულ მომავალზეც და თქვა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისი ბრიუსელისგან სამართლიან და დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ელოდება. ამ თემაზე განცხადება გააკეთა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმაც. მონტენეგროს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და ის ახლა ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას ელოდება. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყნიდან საქართველოს, ევროპულ გზაზე სრული მხარდაჭერა აქვს
