აბრეშუმის გზის ფორუმი 2023
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს. გლობალური მასშტაბის ეკონომიკურ ფორუმში 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასამდე სტუმარი მონაწილეობს. ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ მინისტრებმა გახსნეს. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. ლიდერები თანხმდებიან, რომ მშვიდობის გარეშე პროგრესი ვერ მიიღწევა. საქართველო მზად არის ამ პროცესში სამშვიდობო როლი შეასრულოს. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა პოლიტიკური გზავნილებით დაიწყო, ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე და მზადყოფნა გამოთქვა მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივასთან დაკავშირებით. გრძელვადიანი მშვიდობისა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმაც
