მედიაწიგნიერების დღე
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით უკვე მეორე წელია საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება. მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში , თბილისსა და რეგიონებში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულებით, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება. დაგეგმილი აქტივობები მოზარდებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება.
