შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ანგოლაში
ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი ხვდება იმ ქვეყნების სპიკერებს, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს. საპარლამენტო დელეგაცია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის გაძლიერებაზე მუშაობს.
