ოლივერ ვარჰეის განცხადება - შეფასებები
თბილისი ბრიუსელისგან წლის ბოლოს, სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. რვა ნოემბერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ბრიუსელის პოზიციას გაახმოვანებს - სტატუსთან დაკავშირებით კი, ბრიუსელის გადაწყვეტილება წლის ბოლოს გახდება ცნობილი. მანამდე ოლივერ ვარჰეიმ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრა შეფასა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ევროკავშირის გზაზე ის, ყველა საჭირო მხარდაჭერას მიიღებს"
