„ჰამასის“ მძევლები
7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმის შემდეგ დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა 200-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. „ჰამასი“ ყველა მძევლის გასათავისუფლებლად ისრაელის ციხეებიდან დაჯგუფების წარმომადგენლების გაშვებას და ღაზის სექტორის დაბომბვის შეწყვეტას ითხოვს. მძევლებს შორის 20 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. 17-დღიანი ტყვეობის შემდეგ ჰამასმა 85 და 79 წლის ქალბატონები გაათავისუფლა.
