„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები
რეგიონებში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გრძელდება. ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები დღეს ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში აირჩიეს. ზესტაფონის ორგანიზაციას მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი უხელმძღვანელებს, თერჯოლის ორგანიზაციას მანუჩარ რობაქიძე, ტყიბულის ორგანიზაციას კი დავით ჩერქეზიშვილი. იმერეთში პარტიული კონფერენციები 25 და 26 ოქტომბერსაც ჩატარდება.
