პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. დაახლოებით ორ კვირაში საქართველო გაწეული სამუშაოს შეფასებას სწორედ ევროკომისიისაგან ელის. ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს „გლობალური კარიბჭის ფორუმში“.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
