SBC Summit Tbilisi 2023
თბილისში უპრეცედენტო მასშტაბის SBC სამიტი იმართება. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან ათასზე მეტი დელეგატი ესწრება. დელეგატების წინაშე 40 მომხსენებელი წარდგება, რომელთა შორისაც იქნებიან სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიების ტოპმენეჯერები და სპორტსმენები. შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მიიღოს ახალი ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა: ინოვაცია, აუთსორსინგი, ბიზნესის გაფართოება, სპორტი, განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები და ე.წ. აიგეიმინგი.
