ისრაელი - „ჰამასის“ ომი
საფრანგეთის პრეზიდენტი, დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურების მიზნით, რეგიონული და საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის. ისრაელში ვიზიტით მყოფი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოალიცია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა, ახლა „ჰამასის“ წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. საფრანგეთის ლიდერი დაჯგუფების წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლას სამართლიანს უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ სრული განადგურებისთვის ღაზის სექტორის დაბომბვას განაგრძობენ და სახმელეთო ოპერაციის დასწყებად მზად არიან.
